ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

როგორც პაციენტი ამბობს, მუშაობს ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან, რომლებთანაც უწევს მუშაობა. მისივე თქმით, თვითიზოლაციაში არ ყოფილა და სიმპტომების გამოვლენისთანავე საავადმყოფოს მიმართა.

ექიმების თქმით, პაციენტს უტარდება ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში შემდეგ კვლევებზე.