ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გალიდან გადმოსული მამაკაცი და მისი მცირეწლოვანი შვილები შეიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გალიდან გადმოსული მამაკაცი და მისი მცირეწლოვანი შვილები შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული სამი ადამიანი შეიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მამაკაცი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი გადმოვიდნენ. წინასწარი მონაცემებით, სამივე მათგანს ცხელება აღენიშნებოდა.

ამის გამო, ისინი ინფექციურ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა.

მამაკაცსა და ორ მცირეწლოვანს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ.

დატოვე კომენტარი