ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 59 ანალიზი ჩატარდა, საიდანაც სამ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

00:24, 17.05.2020

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დღეს 59 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, სამ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ზუგდიდელი 42 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები არიან.

59 ტესტიდან 56-ზე პასუხი უარყოფითი იყო. გამოკვლეული პირებიდან, 22 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, 30 – მედპერსონალი და შვიდი ადამიანი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან.

მსგავსი