ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

„შემოყვანილია პაციენტი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან. ის შემოიყვანეს მაღალი ტემპერატურით და ხველებით. ამ წუთებში უტარდება შესაბამისი კვლევები. ხვალ, დილით გახდება ცნობილი პაციენტის საერთო მდგომარეობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იტალიიდან არის ჩამოსული.