ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი სამი მამაკაციდან ერთი კარანტინის ზონაში დაბრუნდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი სამი მამაკაციდან ერთი კარანტინის ზონაში დაბრუნდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეყვანილი სამი პირიდან ერთი მამაკაცი, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნება, კარანტინის ზონაში დაბრუნდა, ორზე კი დაკვირვება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ლალი დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამივე პაციენტის ანალიზი გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

როგორც აღინიშნა, სამივე მათგანი ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტებია.

ერთი წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიადან არის. ამ დროისთვის ინფიცირებული სპორტსმენის 54 კონტაქტია გამოვლენილი.

ზოგიერთი მათგანი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, ზოგი კი თვითიზოლაციაში რჩება.

კონტაქტების გამოვლენის კუთხით მუშაობა კვლავ გრძელდება.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ოთხი პაციენტი იმყოფება.

მათგან ორს – 67 წლის მამაკაცსა და 50 წლამდე ქალბატონს კორონავირუსი დადასტურებული აქვთ.

ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.