ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი არის 67 წლის მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ერთი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, კლინიკაში მესამეა ოკუპირებული გალიდან შეყვანილი პაციენტი. ის სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებითა და ხველის ჩივილებით მოათავსეს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტის საერთო მდგომარეობა სტაბილურია. სინჯები ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. პასუხი დღეს გახდება ცნობილი.