ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა
ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის ქალაქმშენებლობითი გეგმების პროექტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

„ზუგდიდი დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვისაც, რაც აჩენს ახალ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებს და მშენებლობებს.

ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დაცვის, ქალაქის მთავარი უბნებისა და ქუჩების არქიტექტურის და იერსახის გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის კომპლექსურად მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია, შემუშავდეს ქალაქის ახალი ქალაქმშენებლობითი გეგმა“, – აღნიშნულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაში.