ზუგდიდის ცენტრში ავტომანქანა აფთიაქში შევარდა

11:34, 15.12.2021

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ავტომანქანა შევარდა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანის მძღოლი მანქანის დაყენებას ცდილობდა, რა დროსაც ის ცუდად გახდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მძღოლი 112-ის ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

მსგავსი