ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში მომუშავეთა ნაწილი ბაზრის კედელთან კერძო მესაკუთრეების მიერ მარკეტების აშენებას აპროტესტებს

13:44, 10.09.2018

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში მომუშავეთა ნაწილი აქციას მართავს. ისინი ბაზრის კედელთან კერძო მესაკუთრეების მიერ მარკეტების აშენებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მის შეჩერებას მოითხოვენ.

„უკანონოდ იქცევიან და ჩვენც ასევე უკანონოდ მოვიქცევით. სხვანაირად ვერაფერს გავხდით და ახლა აქციებით ვითხოვთ, შეაჩერონ უკანონო მშენებლობა. აქ რომ მაზაღიებს ააშენებენ, მე სად ვიმუშავო. აქამდე გარემოვაჭრეები გვიშლიდნენ ხელს, ახლა ესენი“,- ამბობენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ბაზრის წინ საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

მსგავსი