ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისს გაიხსნება და წლის ბოლომდე შესვლა უფასო იქნება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისს გაიხსნება და წლის ბოლომდე შესვლა უფასო იქნება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს.

„მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას“, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ.

დატოვე კომენტარი