ზუგდიდის არჩეული მერი, გიორგი შენგელია საქმიანობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება
ზუგდიდის არჩეული მერი, გიორგი შენგელია საქმიანობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს ცნო. დღეიდან შენგელია საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება.

საკრებულოს სხდომა ხმაურის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და აქციის ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო პლაკატებით მოვიდნენ სხდომაზე, პირი აკრული ჰქონდათ და რამდენიმეს თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

პლაკატებზე ასეთი წარწერები იყო – „გეგა, ზუგდიდი შენს ვალს არ გადაიხდის“, „ძალად არჩეული მერი“, „გია დანელია, შენ ხარ ზუგდიდის სირცხვილი“.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო. გიორგი შენგელიამ ხმების 54,18% მიიღო, სანდრა რულოვსმა კი 42,84%.

დატოვე კომენტარი