ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ზუგდიდის მერი გაეცნენ
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ზუგდიდის მერი გაეცნენ

რა მდგომარეობაა ზუგდიდის ახლადგახსნილ აგრარულ ბაზარში, როგორ იცავენ დისტანციას და არსებულ რეკომენდაციებს, ამის გასაცნობად ზუგდიდის აგრარულ ბაზარში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია იმყოფებოდნენ.

ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ. ბაზარში პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან და ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან.

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ამჯერად ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია მუშაობს. პარალელურად წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიები, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა, მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.