ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირებაა
ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირებაა

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირებაა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს სიტყვიერად კომისიის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ.

როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, ბეჭედდარტყმული ბიულეტენი, საკონტროლო ფურცელი არ იყო გადასატან ყუთში ჩაგდებული, როდესაც პირველ ამომრჩეველს ბიულეტენი მისცეს.

82-ე უბანზე არსებული დამკვირვებლების ნაწილი უბანზე ხმის მიცემის შეწყვეტას ითხოვს. ამ დროისთვის უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეწყვეტილი არ არის.