ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში გრძელდება
ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში გრძელდება.
როგორც საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მამუკა კუტალიამ განაცხადა, ხმაური გადასატან ყუთს მოჰყვა.
„ხმაური მოჰყვა გადასატან ყუთს, რომ თითქოს დარღვევა იყო ყუთთან დაკავშირებით, მაგრამ დარღვევა არ დაფიქსირდა და ეს კანონითაც დასტურდება. 31 ადამიანი, რომელიც სიაშია, ჩვეულებრივად მისცემს ხმას. დამკვირვებელს, რომელიც ყუთთან დაკავშირებით დარღვევაზე საუბრობდა, საჩივარი არ დაუწერია“,- განაცხადა კუტალიამ.
დილიდან ხმაური იყო ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი აცხადებდა, გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე იქნა ჩაგდებული.