ზუგდიდი-თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ლიანდაგზე მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთი პარალიზებული იყო
ზუგდიდი-თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ლიანდაგზე მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთი პარალიზებული იყო

ზუგდიდი-თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ლიანდაგზე მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთი პარალიზებული იყო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ზუგდიდი-თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ლიანდაგზე, ინგირის მონაკვეთზე, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა, რის გამოც მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ადგილზე იმყოფება ზუგდიდის ახლად არჩეული მერი გიორგი შენგელია. სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია.