ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს
ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს

ავტოსატრანსპორტო გაერთიანება „გლობუსის“ ავტობუსს, რომელიც ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს.

ავტობუსში მგზავრები ისხდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინციდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან მოხდა.

„გლობუსის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს იყო სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია კონკურენტების მიერ.

„გაუგონარი სიბოროტეა, ასე მიზანმიმართულად დამხვდნენ, მგზავრები მყავდა და ქვები დამიშინეს. კიდევ კარგი, ცუდი არაფერი მოხდა. სავარაუდოდ, სხვა ავტობუსის მძღოლების მიერ არის მოწყობილი“, – აცხადებს ავტობუსის მძღოლი.

ამ წუთებში სადგურის მოედანთან, სადაც დაზიანებული ავტობუსი დგას, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი