ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

17:22, 20.04.2021

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში მოხდა.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ახალგაზრდა რელსებზე გადადიოდა.

მსგავსი