ზუგდიდი-მესტიის გზის შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ზუგდიდი-მესტიის გზის შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გზების დეპარტამენტის ცნობით, შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კილომეტრზე (შავღელე) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ უწყებაში.