ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ხანძრის შედეგად დაზიანებულ ხეებს ბელავენ
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ხანძრის შედეგად დაზიანებულ ხეებს ბელავენ

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ადგილზე მიმდინარეობს ხანძრის შედეგად დაზიანებული ხეების გადაბელვა.

მოქალაქეებს ალტერნატიული გზით შეეძლებათ სარგებლობა.

გუშინ ძლიერი ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში. ხანძრის შედეგად, დაიწვა თხილის ნარგავები და ქარსაცავი.