ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საგზაო მონაკვეთზე ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საგზაო მონაკვეთზე ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.