ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 166-ე კმ-ზე მიწის მასის ჩამოსვლის, ხოლო სოფელ საყდართან მდინარის ადიდების გამო აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 166-ე კმ-ზე მიწის მასის ჩამოსვლის, ხოლო სოფელ საყდართან მდინარის ადიდების გამო აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა.

უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი) მდინარის ადიდების გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.