ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 166-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 166-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 166-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.