ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე, სოფელ დიზთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე, სოფელ დიზთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე (სოფელ დიზი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„აღნიშნულ მონაკვეთზე 26 მარტს, გამთენიას ჩამოვიდა მეწყერი, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სამუშაოების შემდეგ შესაძლებელი გახდა საღამოს ცალმხრივ რეჟიმში მოძრაობის აღდგენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.