ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დიზი-ლახამულას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება აღდგეს“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.