ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ კახათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შძედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს ამ წუთებში კვლევები უტარდებათ. ექიმების თქმით, სამივე კონტაქტურია.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.