ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის 29 კონტაქტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

22:32, 19.05.2020

42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 29 კონტაქტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ განუცხადა.

მისი თქმით, სულ 107 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. აქედან დღეს 94 ტესტის პასუხი მიიღეს და კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. კიდევ 13 ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი