ზორან ზაევი - ჩრდილოეთ მაკედონია უახლოეს მომავალში გახდება ნატო-ს, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი
ჩრდილოეთ მაკედონია უახლოეს მომავალში გახდება ნატო-ს, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად, დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერამ ქვეყანას დასავლეთის უდიდეს ასოციაციებში შესვლის შესაძლებლობა მისცა.
მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებას მხარი დაუჭირა. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ნაცვლად, ქვეყანამ ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდება მიიღო. აღნიშნული საკითხი უთანხმოების საფუძველი იყო საბერძნეთთან, რომლის ერთ-ერთ რეგიონს ასევე მაკედონია ეწოდება. ოფიციალური ათენი უთანხმოების გამო მაკედონიის დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ბლოკავდა.