ზოლტ ნემეტი - საქართველოს უფლებამოსილების გასაჩივრება სწორი მიმართულება არ მგონია, კომუნიკაცია უნდა შევინარჩუნოთ წევრ სახელმწიფოებთან, გეოპოლიტიკური რეალობების მეტი გაგება უნდა გვქონდეს
საქართველოს უფლებამოსილების გასაჩივრება სწორი მიმართულება არ მგონია, კომუნიკაცია უნდა შევინარჩუნოთ წევრ სახელმწიფოებთან, გეოპოლიტიკური რეალობების მეტი გაგება უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ უნგრელმა დეპუტატმა, ზოლტ ნემეტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრება სწორი მიმართულება არ არის და ყოველწლიურად თითო ქვეყნის დაკარგვა ევროპის საბჭოს ინტერესებში არ შედის.
„ვფიქრობ, ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ, არის თუ არა უფლებამოსილების გასაჩივრება შესაფერისი ინსტრუმენტი ქვეყნების სწორი მიმართულებით წასაყვანად. მიმაჩნია, რომ ევროპის საბჭოს ინტერესებში არ შედის ყოველწლიურად თითო ქვეყნის დაკარგვა. ამიტომ, მინდა, მოგიწოდოთ, მოვძებნოთ უფრო დახვეწილი ინსტრუმენტები წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად. არ მგონია, რომ საქართველოს უფლებამოსილების გასაჩივრება სწორი მიმართულებაა. მჯერა, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია. ჩვენ არ გვიცხოვრია რუსეთთან ასე ახლოს. ჩვენი ტერიტორიის 25 პროცენტი არ ყოფილა ოკუპირებული რუსების მიერ. მათ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და მაინც არსებობს ბრალდება ქართველების წინააღმდეგ, რომ ისინი პუტინის მარიონეტები არიან. ძვირფასო კოლეგებო, ვფიქრობ, მეტი გაგება უნდა გვქონდეს გეოპოლიტიკური რეალობების მიმართ“, – აღნიშნა ზოლტ ნემეტმა.