ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდება.
აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნითაც შეუძლიათ. აბიტურიენტმა შედეგის გასაგებად ნომერზე 93333 საკუთარი საგამოცდო საიდენთიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს.