ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 86.75%-მა გადალახა

16:12, 02.08.2018

ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 86.75%-მა გადალახა.

მაქსიმალური, 80 ქულა, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო. ასევე ერთ აბიტურიენტს აქვს მიღებული 78 ქულა, 77 კი შვიდს. ზოგადი უნარების გამოცდებზე ოთხი ვარიანტი იყო წარმოდგენილი. ყველაზე რთულ ვარიანტად ეროვნული ცენტრის ინფორმაციით II ვარიანტი დასახელდა.

პირველ და მეოთხე ვარიანტებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 23 ქულა იყო, მეორეში 22, ხოლო მესამე ვარიანტში 24.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გაგება სმს-ის საშუალებითაც შეუძლიათ.

მსგავსი