ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და ცენტრებისთვის
ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და ცენტრებისთვის

სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ მოლის სივრცეში მომხმარებლები ​პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ძირითადი რეკომენდაციებია:

  • უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;
  • ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
  • ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო სივრცეში;
  • მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე ერთი ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე ერთი ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;
  • მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
  • აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით).
  • უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად;
  • უზრუნველყავით ესკალატორების სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;
  • უზრუნველყავით სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით;
  • ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;
  • საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

დოკუმენტი ასევე მოიცავს მოთხოვნებს კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ; დამსაქმებლის ვალდებულებებს; სავაჭრო ცენტრის სივრცეში განთავსებული ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა ვალდებულებებს; ასევე დასაქმებულთა ვალდებულებებს.