"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში იმსჯელეს
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში იმსჯელეს

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს. საკანონმდებლო ორგანოში უწყებათაშორისმა ჯგუფმა დოკუმენტი წარადგინა, რომლის დახვეწის შემდეგაც ის პარლამენტში კანონპროექტად დარეგისტრირდება.

ჯგუფის მიერ წარდგენილი ინიციატივა მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდას გულისხმობს, რომლის მიხედვით, მანდატურს, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეების შეკავებისა და ასევე მათი ზედაპირული შემოწმების უფლება ექნება. დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეები ერთმანეთში კამათობენ და ერთ-ერთს მანდატურმა იარაღი შეამჩნია, მაშინ მას უფლება ექნება ბავშვი ტერიტორიიდან გაიყვანოს.

კომიტეტზე საკუთარი შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წევრებმაც დააფიქსირეს. დოკუმენტის დახვეწის აუცილებლობაზე უმრავლესობის ნაწილიც საუბრობს. მათი თქმით, საკითხში უნდა ჩაერთოს სოციალური მუშაკი და სისტემა არ უნდა იყოს პოლიციური.

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეკომენდაციების ნაწილი მათთვის მისაღებია და მისი გათვალისწინება მოხდება.