ზლატანი შვედეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ აღიარეს
ზლატანი შვედეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ აღიარეს

„მილანის“ შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად მე-12-ედ დაასახელეს. 39 წლის ფეხბურთელს ეროვნული ნაკრების მაისურით 116 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი.

ზლატანს 2016 წლის მერე შვედეთის ფეხბურთის ოქროს ბურთი არ ჰქონდა მიღებული, ეს სწორედ ის თარიღია, როცა შვედმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან პირველად ეს ჯილდო 2005 წელს მიიღო, 2007 წლიდან 2016 წლამდე კი ზედიზედ 10-ჯერ დაასახელეს შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

„მისი უნიკალური ხასიათით, ის აგრძელებს კარიერას კიდევ ერთი სენსაციური თავით“, – სწორედ ასე განმარტავენ კომისიის წევრები მათ გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ჯილდო ორზე მეტჯერ არავის მოუგია.

იბრაჰიმოვიჩი ამ აღიარებას, ვიდეო-ინტერვიუს საშუალებით გამოეხმაურა, მადლობა გადაუხადა ყველას და გულშემატკივრების მალე სტადიონებზე დაბრუნება ისურვა:

„დიდი მადლობა, მჯერა, რომ თუ გაქვს საკუთარი თავის რწმენა და შრომობ ბევრს ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია“.

შვედ ფეხბურთელს ამ სეზონში მილანური კლუბის მაისურით უკვე 11 გოლი აქვს გატანილი,