„ლოს ანჯელეს გელაქსის“ შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰომივიჩი, შესაძლოა ავსტრალიური კლუბის ფეხბურთელი გახდეს.
ფრანგული გამოცემის Le Figaro-ს ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულია „პერტ გლორი“, რომელიც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს იბრაჰიმოვიჩთან და მის აგენტ მინო რაიოლასთან. ეს დაადასტურა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი პინიატამ.
იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი ამერიკულ გუნდთან 2019 წლის ბოლოს სრულდება.
ავსტრალიის ჩემპიონატის სამი ტურის შემდეგ, „პერტ გლორი“ გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
იბრაჰიმოვიჩით ასევე დაინტერსებულები არიან იტალიური კლუბები.