ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ზედიზედ მეოთხე ათწლეულში გაიტანა (ვიდეო)
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ზედიზედ მეოთხე ათწლეულში გაიტანა (ვიდეო)

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ბოლო ოთხ ათწლეულში გოლი გაუტანია. ამგვარი მიღწევა შვედმა სერია A-ს მე-19 ტურში „კალიარისთან“ მატჩში დააფიქსირა. ეს შეხვედრა „მილანმა” 2:0 მოიგო სტუმრად, 38 წლის იბრაჰიმოვიჩმა კი 64-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ეს იყო „მილანში“ დაბრუნების შემდეგ, შვედი ვეტერანის პირველი გოლი.

კარიერაში პირველი გოლი ზლატანმა 1999 წლის 30 ოქტომბერს შვედეთის „მალმიოს” შემადგენლობაში გაიტანა. იბრაჰიმოვიჩს ასევე გაუტანია სამ ათწლეულში – 2000-09-ში, 2010-19-სა და 2020-29-ში.

„მილანმა“ კალიარიში მოგებით შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია და 25 ქულით მერვე ადგილზეა.