ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი დახურა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი დახურა

„ლოს ანჯელეს გელაქსის” შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გადაწყვიტა, დახუროს ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი, რომელსაც A-Z ჰქვია.

36 წლის სკანდინავიელი ტანსაცმელს მამაკაცებისა და ქალებისთვის უშვებდა. A-Z ნორვეგიულ კომპანია Varner Group-თან თანამშრომლობდა ​.

როგორც გამოცემა Finansavisen წერს, ერთობლივი კომპანია Varner Ibrahimovic-ის დახურვის მიზეზია ფინანსური დანაკარგი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ზარალმა 21.7 მილიონი ევრო შეადგინა, აქედან 17 მილიონი ბოლო წელიწადზე მოდის,