ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირველი გაძევება MLS-ში [ვიდეო]
MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც “მონრეალი” საკუთარ მოედანზე იღებდა “ლოს ანჯელეს გელაქსის“, 41-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს სტუმრების ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
შვედმა ვარსკვლავმა “მონრეალის” მოთამაშეს მაიკლ პეტრასოს დაარტყა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პეტრასომ იბრაჰიმოვიჩს ფეხი დააბიჯა.
მსაჯს გადაწყვეტილების მისაღებად ვიდეორეფერის სისტემის გამოყენება დასჭირდა. საბოლოოდ, მან ზლატანი მოედნიდან გააძევა, ხოლო “მონრეალის” მოთამაშეს ყვითელი ბარათი უჩვენა.
შეხვედრა “ლოს ანჯელესმა” 1:0 მოიგო.
After Video Review, Zlatan Ibrahimovic receives a red card for violent conduct. #MTLvLA https://t.co/qF8UcCZYuy
— Major League Soccer (@MLS) May 21, 2018