ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჰეთ-თრიკი და შედევრი ლოსანჯელესურ დერბიში (ვიდეო)
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჰეთ-თრიკი და შედევრი ლოსანჯელესურ დერბიში (ვიდეო)

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) 21-ე სათამაშო კვირას ლოსანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც გაიბრწყინა 37 წლის შვედმა ლეგენდამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

სკანდინავიელის „გელაქსიმ“ შინ მოუგო „ლოს ანჯელესს“ 3:2. გამარჯვებულთა შორის სამივე გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. ეს მისი მეათე ჰეთ-თრიკი იყო საკლუბო დონეზე. ორჯერ ერთ მატჩში სამი გოლი მას შვედეთის ნაკრებშიც აქვს გატანილი.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ზლატანის პირველი გოლი: მან მკერდით მიიღო ბურთი, ორი მეტოქე მოატყუა და ლამაზი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.

ზლატანს ამ სეზონში 17 მატჩში 16 გოლი დაუგროვდა.