ხარებაშვილმა თურქეთში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – გულიაშვილმა „რეალთან“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

00:09, 02.11.2026

საბა ხარებაშვილმა თურქეთის სუპერლიგაში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა და „ბაშაქშეჰირს” „სამსუნსფორის“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:2.

18 წლის მცველი „ბაშაქშეჰირში“ ადგილს იმკვიდრებს, ბოლო ოთხ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ხვდება და მწვრთნელის ნდობას ამართლებს. ამჯერად, 21-ე წუთზე (ანგარიში 1:1 იყო) მარცხენა ფლანგზე სამ მცველს გასცდა და მისი გადაცემით ანდრეას სკოვ ოლსენმა „ბაშაქშეჰირი“ დააწინაურა – ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება (7,8 ქულა) დაიმსახურა.

გიორგი გულიაშილის სანტანდერის „რასინგმა“ ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა.

მსგავსი