ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ გასვლაზე 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
საქართველოს ნაკრების არცერთი მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში არ იყო. გოჩოლეიშვილი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძე 61-ეზე, ამ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. დანიელები ლარსონის (45+1) მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდნენ, გერმანელებმა კი წონასწორობა 59-ე წუთზე კელერის დარტყმით აღადგინეს.
„ჰაიდენჰაიმმა“ მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა, 85-ე წუთზე გათამაშებული კობინაცია სირსლებენის ზუსტი დარტყმით დასრულდა და გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
საპასუხო შეხვედრა 20 თებერვალს გერმანიაში გაიმართება.