ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „ელვერსბერგი“ დაამარცხა და ბუნდესლიგაში დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის პლეი ოფში „ელვერსბერგს“ ესტუმრა, 2:1 დაამარცხა და ბუნდესლიგაში დარჩა.

პირველ შეხვედრას „ჰაიდენჰაიმი“ შინ 0:2-ს აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა და ბუნდესლიგაში დარჩენის იმედი შეინარჩუნა (2:2).

მეორე მატჩი „ელვერსბერგის“ მოედანზე გაიმართა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმისსათადარიგოებში იყო, მაგრამ მარვინ პირინგერის ტრავმის გამო მოედანზე პირველივე ტაიმში, 23-ე წუთზე შევიდა.

ქართველის გუნდმა საპასუხო მატჩი შესანიშნავად დაიწყო და მე-9 წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მატიას ჰოსნაკის დარტყმით დაწინაურდა. თუმცა „ელვერსბერგმა“ 31-ე წუთზე კაპიტნის, რობინ ფელჰაუერის დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

თამაში დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ 90+5-ე წუთზე, ბუდუ ზივზივაძის წამოწყებული შეტევის შემდეგ პოლ ვინერმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ლეო სკიენზა, რომელმაც მასპინძლებს მეორე გაუტანა და „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში დატოვა – 2:1.