ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმის“ ტესტმატჩი უამინდობის გამო გაუქმდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ავსტრიულ შეკრებაზე ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის ლიგა 1-ის „სტრასბურგს“ უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ თამაში უამინდობის გამო გაუქმდა.
„ჰაიდენჰაიმსა“ და „სტრასბურს“ შორის ამხანაგური მატჩი, რომელიც იენბახში იყო დაგეგმილი, ბოლო წუთს გაუქმდა. მიზეზი ისაა, რომ შაბათს შუადღისას ძლიერი წვიმის შედეგად მოედანი დაიტბორა“, – წერია გერმანული კლუბის განცხადებაში.
„ჩვენ გვსურდა თამაში, მაგრამ აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია“, – განაცხადა „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა მატჩის გაუქმების შესახებ.
„სტრასბურთან“ ამხანაგური მატჩის ნაცვლად, „ჰაიდენჰაიმმა“ მეზობელ მოედანზე ივარჯიშა. ტიროლში გუნდის საწვრთნელი შეკრება კვირას დასრულდება და გერმანული გუნდი ჰაიდენჰაიმში დაბრუნდება.