ზივზივაძის გუნდმა მესხის გოლით მოიგო
ზივზივაძის გუნდმა მესხის გოლით მოიგო

სეზონის განახლების შემდეგ, ბუდუ ზივზივაძის გუნდმა „მეზოკოვეშდმა“ უნგრეთის ჩემპიონატში მეექვსე შეხვედარ ჩაატარა და პირველად მოიგო. ამაში მთავარი როლი ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა.

31-ე ტურის შეხვედრაში „მეზოკოვეშდმა“ საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსან „ფეჰერვარს“ უმასპინძლა, რომელსაც ვიცე-ჩემპიონობა უკვე გარანტირებული აქვს, და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ბუდუ ზივზიბაძე „მეზოკოვეშდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 83-ე წუთზე კი მეოდანზე უკრაინის ქართველი მოქალაქე, მიხეილ მესხი გამოჩნდა. ანგარიში „ფეჰერვარმა“ 29 წუთზე მარკო ფუტაჩის გოლით გახსნა. 35-ე წუთზე „მეზოკოვეშდის“ ბოსნიელმა ნახევარმცველმა დინო ბეშიროვმა წონასწორობა აღადგინა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შესულმა მესხმა დააფიქსირა – მან „ფეჰერვარის“ კარი 90+4-ე წუთზე აიღო და „მეზოკოვეშდს“ დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოუტანა.

31 ტურის შემდეგ, „მეზოკოვეშდმა“ უნგრეთის ჩემპიონატში 50 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „პუშკაშის აკადემიამ“, მაგრამ პირადი ურთიერთშეხვედრებით მესამე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე მოხვერის რეალური კანდიდატია.