ზივზივაძის გუნდი ფინალმა არია - „მეზოკოვეშდმა“ ჩემპიონატშიც წააგო
ზივზივაძის გუნდი ფინალმა არია - „მეზოკოვეშდმა“ ჩემპიონატშიც წააგო

მეზოკოვეშდმა“, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, უნგრეთის თასის ფინალი ბუდაპეშტის „ჰონვედთან“ მოულოდნელად წააგო და ამან გუნდზე იმდენად ცუდად იმოქმედა, რომ ზედიზედ მეორე შეხვედრაც დათმო.

უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩი „მეზოკოვეშდმა“ საკუთარ სტადიონზე ჩაატარა და ერთ-ერთი აუტსაიდერ „პაკშს“ შეხვდა. ზივზივაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ზივზივაძის თანაგუნდელმა მიხეილ მესხმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

დიდი უპირატესობისა და საგოლე მომენტების მიუხედავად, „მეზოკოვეშდის“ ფეხბურთელებმა
შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს, მათ შორის, ვერც ქართველმა თავდამსხმელმა – ზივზივაძეს ანგარიშის გახსნა მე-12 წუთძე შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. საბოლოოდ, „პაკშმა“ გასვლაზე მოულოდნელად მესამეადგილოსანთან 2:0 მოიგო.

მეზოკოვეშდი“ 27 ტურის შემდეგ 45 ქულით ისევ მესამე ადგილზეა. ერთით ნაკლები თამაში ჩაატარა მეოთხეადგილოსანმა „დიოშგიორმა“ რომელსაც ქართველების გუნდთან სხვაობის ორ ქულამდე შემცირება შეუძლია.

დატოვე კომენტარი