ზივზივაძე პოკერით ბომბარდირებში დაწინაურდა
ზივზივაძე პოკერით ბომბარდირებში დაწინაურდა

ბუდუ ზივზივაძემ დღეს ბოლნისის „სიონთან“ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში მშვენიერი თამაში ჩაატარა და დიდი შანსი გაუჩნდა, ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდეს.

დინამო-არენაზე“ თბილისელებმა ბოლნისის „სიონი“ 5:2 დაამარცხეს, მატჩი კი ზივზივაძის ბენეფისად იქცა. ანგარიში აკაკი შულაიამ (25) გახსნა, მერე კი თბილისელთა თავდამსხმელის დრო დადგა – მან მეტოქის კარი ოთხჯერ (43, 48, 62 და 69 წუთები) აიღო.

34 ტურის შემდეგ ბუდუ ზივზივაძეს 21 გოლი დაუგროვდა, ბომბარდირთა დავაში მესამედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა და საჩხერეს „ჩიხურას“ თავდამსხმელი გიორგი გაბედავა მეორე ადგილზე ჩამოაქვეითა.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე 2016 წელს ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა, 24 წლის თავდამსხმელი მაშინ „სამტრედიაში“ თამაშობდა და მოკლე სეზონი 15 გოლით დაასრულა. ბომბარდირობასთან ერთად, 2016 წელს, ბუდუ სეზონის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

აღსანიშნავია, რომ ზივზივაძე მეგოლეებში წელს პირველად დაწიანურდა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბომბარდირთა დავაში ვითარება საგრძნობლად დაძაბა.

ბომბარდირები

1. ბუდუ ზივზივაძე, „დინამო“ თბ. – 21
2. გიორგი გაბედავა, „ჩიხურა“ – 20
3.მიკოლა კოვტალიუკი, „დილა“ – 18

დატოვე კომენტარი