მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნის წინადადება მიიღო.
ფრანგ სპეციალისტს ჯერ არ უპასუხია ინგლისური კლუბის შეთავაზებაზე, რადგან „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს. თუმცა, ამ გუნდებში მწვრთნელის შეცვლის შანსი ძალიან მცირეა, რამაც ზიდანს შეიძლება ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაზე უბიძგოს, – იტყობინება ესპანური გაზეთი AS.