ზინედინ ზიდანი – ვგრძნობ, რომ მწვრთნელობას მალე დავუბრუნდები

13:40, 10.09.2018
MADRID, SPAIN - MAY 31: Zinedine Zidane attends a press conference to announce his resignation as Real Madrid coach at Valdebebas Sport City on May 31, 2018 in Madrid, Spain. Zidane steps down from the position of Manager of Real Madrid, after leading the club to it's third consecutive UEFA Champions League title. (Photo by Gonzalo Arroyo Moreno/Getty Images)

მადრიდის„რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი უახლოეს პერიოდში პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მალე გავაგრძელებ მწვრთნელობას. ეს ის არის, რაც მომწონს და რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ“, – მოჰყავს ლეგენდარული ფრანგის სიტყვები გაზეთ Marca-ს.

ინგლისური მედია სულ უფრო ხშირად ახსენებს ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სავარაუდო შემცვლელად.

ზინედინ ზიდანმა ამ ზაფხულს დატოვა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. მანამდე ფრანგმა სპეციალისტმა მადრიდულ კლუბში ორნახევარი წელი იმუშავა და ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

მსგავსი