საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ინტერთან“ ჩატარებული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე მარადონას შესახებ ისაუბრა და მისთვის საუკეთესო მოგონება გაიხსენა:
„ეს არის უდიდესი დანაკარგი მსოფლიო ფეხბურთისთვის. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ მე ის ყოველთვის მყავდა თავში. მე მაშინ 14 წლის ვიყავი. ბოლოს კი, გამიმართლა და პირადად ვუთხარი ამის შესახებ, ყველა ბავშვს სურს იმის თქმა რასაც ფიქრობს, მე კი ამის შანსი მომეცა და ვუთხარი რომ სასწაული მოთამაშე იყო. ეს არის ჩემი საუკეთესო მოგონება მასზე“.
შეგახსენებთ რომ მსოფლიოს ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.