ზინედინ ზიდანი ალექსის სანჩესის ტრანსფერს დათანხმდა
ზინედინ ზიდანი ალექსის სანჩესის ტრანსფერს დათანხმდა

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდმა ალექსის სანჩესმა შესაძლოა, კარიერა „რეალში“ გააგრძელოს. როგორც TribalFootball იტყობინება, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ ჩილელი ზამთრის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ გამოაცხადა.

სანჩესის კონტრაქტი „არსენალთან“ მომავალი წლის ზაფხულში იწურება, რაც „რეალს“ მოლაპარაკებების წარმოებას გაუადვილებს. ესპანეთის ჩემპიონი მზად არის ფეხბურთელში 35 მილიონი გადაიხადოს.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თანხმობა მისცა „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერზე, რადგან სურს საკუთარი ფორვარდების დაბალი შედეგიანობის პრობლემის გადაჭრა.