ზიმბაბვეში, კარიბას ტბაზე ბორნის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა

18:13, 12.08.2026

ზიმბაბვეში, კარიბას ტბაზე ბორნის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს ბორანზე 120 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი იმყოფებოდა მაშ, როცა მხოლოდ 90 ადამიანის ყოფნა იყო დასაშვები.

სამართალდამცველების განცხადებით, ბორანს ძლიერი ტალღა დაეჯახა, რის შემდეგაც ის გადაბრუნდა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ ინციდენტის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 27 პირი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება.

მსგავსი